თავში

ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს

ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს
ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს

ჰონგ-კონგში შარშანდელი პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების მონაწილეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონით გაასამართლეს, რომელიც ხელისუფლებამ და რომლის გასაპროტესტებლადაც ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გასამართლებული 24 წლის ყოფილი მიმტანია, რომელმაც აქციაზე მოტოციკლეტით სამი პოლიციელი გაიტანა. ხელში მას ეკავა დროშა წარწერით: "გაათავისუფლეთ ჰონგ-კონგი. ჩვენი დროის რევოლუცია".

გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეებმა ასეთი დროშის დემონსტრაციას "სხვების განცალკევების წახალისება" უწოდეს და ახალგაზრდა მამაკაცი ტერორიზმში დაადანაშაულეს.

ბრალდებულის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთმა ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა. ამ სამართლებრივი აქტით პეკინს ჰონგ-კონგში ნებისმიერი ანტისახელისუფლებო მოძრაობისა და პროტესტის დათრგუნვა შეუძლია. კანონი უმკაცრეს ზომებს ითვალისწინებს ჰონგ-კონგში სეპარატიზმის, ტერორიზმის, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვისა და უცხოეთის ანტიჩინურ ძალებთან ერთად შეთქმულების მოწყობის შეთხვევაში. წინასწარი მონაცემებით, მსგავსი ბრალდებები სასჯელის მაქსიმალურ ზომას, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system