თავში

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა

ჰონგ-კონგში ​პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა
ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რადგან ორშაბათს დილიდან ბლოკირებული მეტროს ხაზები და ქუჩები იყო. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგოც უმიზნებს და ესვრის პოლიციელი ჯერ ერთ დემონსტრანტს, შემდეგ მეორეს.

პოლიციამ მომიტინგეზე სროლის ფაქტი საკუთარ "ტვიტერზე" დაადასტურა. მათი განცხადებით, დაჭრილია მხოლოდ ერთი დემონსტრანტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ჰონგ-კონგში გასულ კვირას 22 წლის სტუდენტის გარდაცვალებას პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა

აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო და უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თავდაპირველად, დემონსტრანტები მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ექსტრადირების შესახებ სადავო კანონპროექტი 23 ოქტომბერს გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system