თავში

ჰონგ-კონგში ტახმა მეტროთი იმგზავრა - VIDEO

​ჰონგ-კონგში ტახმა მეტროთი იმგზავრა
ჰონგ-კონგში ტახმა მეტროთი იმგზავრა - VIDEO

ჰონგ-კონგში ტახმა მეტროში ხალხი შეაშინა. ის მიწისქვეშა ტრანსპორტთან ჩავიდა და მატარებლით იმგზავრა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში არაკომერციულმა ორგანიზაციამ Hong Kong Wild Boar Concern Group გაავრცელა, გამოცემა UPI-მ გამოაქვეყნა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტახი მატარებელში ერთ-ერთ სადგურზე ჩაჯდა. როდესაც მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები დაედევნენ, ის რამდენიმე სადგურში მატარებლიდან ჩახტა და სხვაში შევარდა.

მემანქანეს უცნაური მგზავრის შესახებ შეატყობინეს და მატარებელი დეპოსკენ გაეშურა. იქ ცხოველი სოფლის მეურნეობის, თევზაობისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჭირეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system