თავში

"Hulu-მ" ფილმ "გაიქეცის" ჩვენების უფლება მოიპოვა

​"Hulu-მ" ფილმ "გაიქეცის" ჩვენების უფლება მოიპოვა
Hulu-მ ფილმ გაიქეცის ჩვენების უფლება მოიპოვა

სტრიმინგ-სერვისმა "Hulu-მ" სტუდია "Lionsgate-ისგან" საშინელებათა ფილმის "გაიქეცი" ("Run") ჩვენების უფლება შეიძინა. თავდაპირველად მისი პრემიერა 8 მაისს იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მაყურებელი კინოსურათს. ამასთან, რამდენიმე ქვეყანაში მას კინოთეატრებშიც ნახავენ.

მთავარ როლს ფილმში "გაიქეცი" სარა პოლსონი თამაშობს, რომელიც რაიან მერფისთან უკვე წლებია თანამშრომლობს. მასთან ერთად აქ დამწყები მსახიობი კირა ალენიც გამოჩნდება.

"გაიქეცი" - ეს არის ისტორია დედაზე, რომელიც ქალიშვილის ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებს. იზოლაზიაში გაზრდილი გოგონა ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. რაღაც მომენტში ის საშინელ საიდუმლოებებს ახდის ფარდას, რაც აიძულებს მას საკუთარი ცხოვრებისთვის ბრძოლა დაიწყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system