თავში

ჰულუსი აქარმა სომხეთის ხელმძღვანელობას მიმართა

ჰულუსი აქარმა სომხეთის ხელმძღვანელობას მიმართა
ჰულუსი აქარმა სომხეთის ხელმძღვანელობას მიმართა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შარშან მიღწეული დაზავება ისტორიის ახალი ფურცლის დაწყების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, თურქეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაგმო 2020 წლის თებერვალში სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, - ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სტატიაში, რომელის ამერიკულ ჟურნალში "RealClearDefense" გამოქვეყნდა.

აქარის თქმით, უსაფრთხოების, სტაბილურობის, მშვიდობის და კეთილდღეობის შესაძლებლობა საჭიროა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

"მშვიდობის არჩევით, თურქეთის რჩევის დაჯერებით, სომხეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენტებს მიიღებს, ამისგან მთელი რეგიონი მოიგებს. თურქეთს, ისევე როგორც მოკავშირეებს მესამე ქვეყნებიდან, სურს ურთიერთგაგების მიღწევის ხელშეწყობა და მოუწოდებს, სიტუაციის პოლიტიზაციის მცდელობაზე უარი ითქვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში, როგორც გენერალი ჰარბორი 1919 წელს ამბობდა, შესაძლოა გაჩნდეს სოლიდარობა და თანაარსებობის შესაძლებლობა", - განაცხადა აქარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system