თავში

Human Rights Watch სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ადასტურებს

​Human Rights Watch სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებ

Human Rights Watch ადასტურებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო დონეზე აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა. ორგანიზაციის თქმით, ქალაქ ბარდაზე თავდასხმისას სულ მცირე ერთი შორი რადიუსის მქონე რაკეტა იყო გამოყენებული.

Human Rights Watch-მა ანალიზი ჩაუტარა კასეტური საბრძოლო მასალების ფოტოსურათებს, რომლებიც საერთაშორისო ან ადგილობრივმა ჟურნალისტებმა და მკვიდრებმა თავდასხმის ადგილზე ან მის მახლობლად გადაიღეს. მან იარაღის ორი ტიპის იდენტიფიკაცია მოახდინა, როგორც კასეტური საბრძოლო მასალა "სმერჩი" და ფუგასური რაკეტა "სმერჩი" პარაშუტული შენელებით.

"რამდენადაც Human Rights Watch-ისთვის ცნობილია, სომხურ ჯარებს "სმერჩის" დანადგარები აქვს, მთიანი ყარაბაღის ძალებს კი არა. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, რომ სომხურ ჯარებმა თავდასხმა ჩაიდინეს ან საბრძოლო მასალები მთიანი ყარაბაღის ძალებს მიაწოდეს. სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება და მათი მთიანი ყარაბაღის ძალებისთვის მიწოდება.

არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს სასტიკი იარაღი საერთაშორისო შეთანხმებით აკრძალულია, ქალაქის ცენტრში მისი გამოყენება კი სამოქალაქო სიცოცხლის და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის დემონსტრაციაა", - განაცხადა Human Rights Watch-ის კრიზისებისა და კონფლიქტების უფროსმა მკვლევარმა, ბელკის უილემ.

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ მთიანი ყარაბაღის გარშემო ომში კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება უნდა დაგმოს და კონფლიქტის მხარეებს მათი გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

29 ოქტომბერს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ ბარდას დაბომბვისას კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system