თავში

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 17205-ს მიაღწია, დაღუპულია 361 ადამიანი

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 17205-ს მიაღწია, დაღუპულია 361 ადამიანი
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 17205-ს მიაღწია, დაღუპულია 361 ადამიანი

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა უკვე 17205-ს მიაღწია, მათგან 2296 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ვირუსით უკვე 361 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსისგან განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა 475 ადამიანი.

ჩინეთის გარეთ, სადაც ეს ვირუსი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, დაავადებულთა რიცხვმა 148-ს მიაღწია.

ჩრდილოეთ ამერიკაში 13 შემთხვევა დაფიქსირდა, ავსტრალიაში - 12, ევროპაში - 23. ჩინეთის ჰონგ-კონგში დაავადების 15 შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიო სახელმწიფოები პარალელურ რეჟიმში და კოორდინირებულად მუშაობენ კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე.   

ამასთან, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები აქვს, - ამის შესახებ პარიზში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბიუზენმა განაცხადა.

ცნობილი ხდება, რომ ავსტრალია ვუჰანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს შობის კუნძულზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრში განათავსებს, სადაც ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან. ავსტრალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩინეთიდან პირველი რეისით ევაკუირებულია 243 მოქალაქე და ბინადრობის უფლების მქონე პირი, მათ შორის 89 ბავშვი.

ჰონგ კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით ასობით მედიკოსი გაიფიცა. კორონავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა საავადმყოფოების თანამშრომლები საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system