თავში

იალბუზზე 5 ალპინისტი დაიღუპა

იალბუზზე 5 ალპინისტი დაიღუპა
იალბუზზე 5 ალპინისტი დაიღუპა

ყაბარდო-ბალყარეთში იალბუზზე 5 რუსი ალპინისტი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა 14 ალპინისტის გადარჩენა შეძლეს. მათ მძიმე ტრავმები და სხეულის ნაწილები მოყინული აქვთ. ალპინისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 5400 მეტრის სიმაღლეზე ასულმა 19-მა ალპინისტმა დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაცია, რომელსაც ძლიერი ქარი და მინუს 20 გრადუსი ყინვა აფერხებდა, 7 საათს გაგრძელდა. 

ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system