თავში

იამაიკაზე სასტიკი სექტის ლიდერი სასამართლოში მისვლამდე დაიღუპა

იამაიკაზე სასტიკი სექტის ლიდერი სასამართლოში მისვლამდე დაიღუპა
იამაიკაზე სასტიკი სექტის ლიდერი სასამართლოში მისვლამდე დაიღუპა

რელიგიური ჯგუფის "სამეფოს საერთაშორისო აღდგენის გზების მისიის" ლიდერი, კევინ სმიტი სასამართლოში მისვლამდე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

სასამართლოს წინაშე ის "მსხვერპლშეწირვის" რიტუალის ჩატარების ბრალდებით უნდა წარმდგარიყო, რომლის შედეგად კულტის სამი წევრი დაიღუპა.

ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა პოლიციელიც, რომელიც სმიტთან ერთად იმყოფებოდა.

სექტის ლიდერი, რომელიც სამყაროს აღსასრულს ქადაგებდა, მიმდევრებს მოუწოდებდა, "ბაბილონის სამყარო დაესრულებინათ", 2 დღეში კი საიდუმლო რიტუალზე დაიბარა. მონაწილეებს ტელეფონი სახლში უნდა დაეტოვებინათ. სმიტის 144 მიმდევრიდან ერთ-ერთმა, რომელიც რიტუალში მონაწილეობდა, დაინახა, როგორ გამოჭრეს ადამიანს ყელი, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ პოლიციამ მსხვერპლშეწირვის ადგილას მოხვედრა მოახერხა. მათ ორი ცხედარი აღმოაჩინეს, კიდევ ერთი ადამიანი კი სროლის შედეგად დაიღუპა.

გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ ცერემონიის მონაწილეთა შორის 14 ბავშვი იყო, სექტის ერთი წევრი ქალი კი იამაიკის სამართალდამცავ ორგანოზებში მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system