თავში

იაპონელების 60% ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ითხოვს

იაპონელების 60% ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ითხოვს
იაპონელების 60% ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ითხოვს

იაპონელების დაახლოებით 60% ზაფხულში ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების გაუქმებას ემხრობა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

გამოცემის ცნობით, გამოკითხულთა 12,6% ოლიმპიური თამაშების ჩატარებას შეზღუდული რაოდენობის გულშემატკივრების დასწრებით ითხოვს, ხოლო 25,2% თვლის, რომ ოლიმპიური თამაშები მაყურებლების გარეშე, ცარიელი ტრიბუნებით უნდა გაიმართოს. 

ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესახებ პეტიციას 350 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

იაპონელები ოლიმპიადის გაუქმების მოთხოვნას ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღის გავრცელების საშიშროებას უკავშირებენ.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო. თუმცა, პანდემიის გამო, კონკურსი ერთი წლით გადაიდო. ოლიმპიური თამაშები  2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system