თავში

იაპონელებმა პენსიონერებმა აშშ-სგან შეცდომით 1400 დოლარი მიიღეს

იაპონელებმა პენსიონერებმა აშშ-სგან შეცდომით 1400 დოლარი მიიღეს
იაპონელებმა პენსიონერებმა აშშ-სგან შეცდომით 1400 დოლარი მიიღეს

ამერიკის საგადასახადო სამსახურმა ათასობით იაპონელ პენსიონერს, რომლებიც 2005 წლის ოქტომბრამდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ, 1400 დოლარი შეცდომით გაუგზავნა. ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემის ცნობით, ამ ჩეკების გამო ტოკიოს ბანკის ფილიალებში გრძელი რიგები დგას. შეფერხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თანამშრომლები უცხოური ვალუტის დახურდავებით არიან დაკავებულები. 

"მადლიერი ვიყავი, ამერიკა მშვენიერია", - განაცხადა 75 წლის იაპონელმა პენსიონერმა.

საგადასახადო სამსახურმა აღიარა შეცდომა და უცხოელებისგან ჩეკების გაუქმება და დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, დეპარტამენტმა არ დააკონკრეტა, რა უნდა მოიმოქმედონ მათ, ვინც უკვე თანხა გაანაღდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system