თავში

იაპონელებმა პრინცესა მაკოს ქორწინების წინააღმდეგ აქციები გამართეს

​იაპონელებმა პრინცესა მაკოს ქორწინების წინააღმდეგ აქციები გამართეს
იაპონელებმა პრინცესა მაკოს ქორწინების წინააღმდეგ აქციები გამართეს

ტოკიოს ქუჩებში უამრავი იაპონელი გამოვიდა, რომლებმაც პრინცესა მაკოს რიგით მოქალაქეზე, კეი კომუროზე დაქორწინება გააპროტესტეს. ინფორმაციას Metro ავრცელებს.

იაპონიის მონარქიის მომავლით შეშფოთებული მოქალაქეები გამოვიდნენ პლაკატებით "ვინ გადაიხდის მათ ცხოვრებას ნიუ-იორკში?" და "იაპონია კანონის უზენაესობაა".

"დღეს ათობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. გვინდა სიმართლე გითხრათ, რამდენად უსიამოვნოა ეს ქორწინება საზოგადოებისთვის. არ მინდა, რომ იმპერატორის ოჯახი რაიმე დანაშაულში იყოს ჩართული“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აღმოსავლეთმცოდნეების თქმით, იაპონელთა პროტესტი მხოლოდ სიძის ოჯახის ფინანსურ ამბებს უკავშირდება და არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ პრინცესა რიგით მოქალაქეს გაჰყვა ცოლად. მათი თქმით, დაუფარავი ფინანსური ვალდებულებების შესახებ ისტორიამ იმპერატორის ოჯახს ჩრდილი მიაყენა.

ცნობისთვის, იაპონიის პრინცესამ რიგით მოქალაქეზე იქორწინა და სამეფო წოდება დაკარგა.

30 წლის მაკომ და მისმა რჩეულმა, კეი კომურომ ქორწინება იაპონიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირეს. ამის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. შემდეგ ახალდაქორწინებულები ნიუ-იორკში გაემგზავრებიან, სადაც კომურო იურიდიულ ფირმაში მუშაობს.

წყვილი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა მაშინ ქორწილი გადაიდო, რადგან ნეფეს ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

მაკომ და კომურომ ერთმანეთი 2012 წელს ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში გაიცნეს. 2017 წელს მათი ნიშნობა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system