თავში

იაპონელი მეცნიერები: დეპრესიას ვირუსი იწვევს

​იაპონელი მეცნიერები: დეპრესიას ვირუსი იწვევს
იაპონელი მეცნიერები: დეპრესიას ვირუსი იწვევს

იაპონელმა მეცნიერებმა ძიკეის სამედიცინო უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ დეპრესიის მიზეზი ვირუსია.

ექიმების განცხადებით, ვირუსის დადგენა და მისი ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმის გამოკვლევა, რაც დეპრესიის ჩამოყალიბებას იწვევს, სისიხლის ანალიზით არის შესაძლებელი.

ექიმ კაძუჰირო კონდოს განცხადებით სულ 8 ტიპის ჰერპესი არსებობს. მათი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადამიანის ორგანიზმში მუდმივად ცხოვრობენ. ადამიანების უმეტესობა მე-6 ტიპის ჰერპესის მატარებელია, რომელიც სისხლში იმალება. სტრესის, ან დაღლილობის შემთხვევაში მათი რაოდენობა მატულობს და ისინი ნერწყვში გამოვლინდებიან. ცხვირის საშუალებით ის ტვინში შეღწევას და მის დაინფიცირებას ცდილობს. ტვინსა და ცხვირის უკანა ნაწილს შორის მდებარეობს ყნოსვის ბოლქვი, რომელსაც ვირუსი აზიანებს. ამის შემდეგ ვირუსი ისევ ლატენტურ (ფარულ) მდგომარეობაში გადადის.

ამის შემდეგ ვირუსის გენი SITH-1 ცილებს, ანუ ეგრეთ წოდებულ SITH-1 პროტეინს წარმოქმნის და უჯრედებში კალცს აგზავნის. კალცის გადაჭარბებული რაოდენობით უჯრედი იღუპება. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ გენის ყნოსვის ბოლქვში ხელოვნურად შეყვანამ მისი უჯრედების კვდომა გამოიწვია.

ექიმების განცხადებით, ყნოსვის ბოლქვი ტვინში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის ემოციებთან არის დაკავშირებული. მისი უჯრედების კვდომა ემოციებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ად სტრესის დაგროვებას იწვევს. სტრესი ეს ტვინის რეაქციაა შიდა გამაღიზიანებლებზე, როგორიცაა: დაღლილობა სამსახურში, უსიამოვნებები და სხვა უარყოფითი მომენტები. ტვინის რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე არის დეპრესიის მიზეზი - ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა. ბიოლოგიურად ამას პროტეინი SITH-1 იწვევს. იმის გამო, რომ პროტეინი SITH-1 ყნოსვის ბოლქვის უჯრედებს კლავს, ტვინი სტრესზე გადაჭარბებულად რეაგირებს. 

ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ ადამიანებს, რომელთაც პროტეინი SITH-1 აქვთ, დეპრესიის რისკი 12-ჯერ ეზრდებათ. დეპრესიის დაავადებულ ადამიანთა 80%-ში ექიმებმა სწორედ ეს ცილები აღმოაჩინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system