თავში

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად 8 ადამიანს ეძებს

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად 8 ადამიანს ეძებს
იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად 8 ადამიანს ეძებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, რომელიც ამერიკული კომპანიის SpaceX-ის პირველი მისიით მთვარეზე გამგზავრებას აპირებს, რვა ადამიანს ეძებს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან.

"ამ მისიაში მონაწილეობის მისაღებად გუნდს ვაკომპლექტებ. რვა ადამიანი მჭირდება მთელი მსოფლიოდან. ამ მოგზაურობაში მონაწილეობას 10-12 ადამიანი მიიღებს, მე კი, ჩემი მხრიდან, რვავას ვეპატიჟები", - თქვა მან.

ბიზნესმენის თქმით, ვინც მასთან ერთად გაფრინდება, ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: მათ უნდა ისაუბრონ დედამიწაზე თავიანთი საქმიანობის შესახებ და იყვნენ მზად გუნდურად მუშაობისთვის.

მთვარეზე გაფრენა 2023 წელს უნდა განხორციელდეს.

ის ფაქტი, რომ მთვარეზე პირველი ტურისტი მაეზავა იქნება, 2018 წლის 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. 2020 წლის იანვარში მან გამოაცხადა კონკურსი ფრენის თანამგზავრის პოვნის იმედით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system