თავში

იაპონელმა ასტრონომებმა გაზაფხული 1 დღით გადმოწიეს

​იაპონელმა ასტრონომებმა გაზაფხული 1 დღით გადმოწიეს
იაპონელმა ასტრონომებმა გაზაფხული 1 დღით გადმოწიეს

"დემონებო გარეთ! ბედნიერებავ, შინ შემოდი!" - ასეთი შეძახილებით ეგებებიან იაპონელები გაზაფხულის დადგომას, რომელიც ქვეყანაში 3 თებერვალს აღინიშნება. სეცუბუნის ტრადიციის თანახმად, ამ შეძახილებით ისინი სახლსა და სალოცავებში ლობიოს შემწვარ მარცვლებს მიმოაბნევენ, რაც ბედნიერი და წარმატებული წლის გარანტიაა.

თუმცა, იაპონელებს ამ რიტუალის ჩატარება წელს 2 თებერვალს მოუწევთ. იაპონიის ეროვნულმა ასტრონომიულმა ობსერვატორიამ ( NAOJ) ეს თარიღი 1 დღით გადმოწია. 

ბოლოს გაზაფხულის დადგომა იაპონიაში 2 თებერვალს 124 წლის წინ, 1897 წელს აღნიშნეს. ასტრონომების განცხადებით, 2022-დან 2024 წლის ჩათვლით გაზაფხული იაპონიაში ისევ 3 თებერვალს დადგება. თუმცა, 2025 წელს ეს თარიღი 2 თებერვალს გადმოინაცვლებს.

თარიღის ასეთი ცვალებადობა განპირობებულია იმით, რომ იაპონელები გაზაფხულის დადგომას 24 სეზონიანი კალენდრით ითვლიან.

დედამიწა მზის გარშემო წრის შესრულებას 365 დღესა და 6 საათზე ნაკლებს ანდომებს. ეს კი 4 წელიწადში ერთხელ 24 საათი გამოდი. შესაბამისად 4 წელიწადში ერთხელ თებერვალს დანაკლისის შესავსებად ერთი დღე - 29 თებერვალი ემატება. წელი კი, 365 დღის ნაცვლად, 366 დღისგან შედგება. ამის გამო იაპონიაში გარკვეული სეზონური დღესასწაულები თარიღს იცვლიან ხოლმე. გაზაფხულის დადგომა კი 4 წელიწადში ერთხელ ერთი დღით ადრე ხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system