თავში

იაპონელმა მეცნიერებმა ვირუსების გენომის მუტაციების რეპროდუცირების ახალი მეთოდი წარმოადგინეს

იაპონელმა მეცნიერებმა ვირუსების გენომის
იაპონელმა მეცნიერებმა ვირუსების გენომის მუტაციების რეპროდუცირების ახალი მეთოდი წარმოადგინეს

ჰოკაიდოს უნივერსიტეტის (იაპონია) მეცნიერებმა ვირუსების გენომის მუტაციების რეპროდუცირების ახალი მეთოდი წარმოადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Kyodo News  ავრცელებს.

”ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გაცილებით სწრაფად შევისწავლოთ SARS-CoV-2 მუტაციის ბიოლოგიური მახასიათებლები”, - განაცხადა კვლევის ავტორმა შიჰო ტოკიიმ.

კორონავირუსების არსებული გრძელი გენომების შესწავლა მისი მუტაციების რეკონსტრუქციის ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს, რასაც რამდენიმე თვე სჭირდება. ახალი მეთოდის დახმარებით კი შესაძლებელი გახდა პროცესის შემცირება ორ კვირამდე.

ცნობისთვის, მუტირებულმა კორონავირუსმა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, თითქმის სრულად ჩაანაცვლა ორიგინალი იაპონიის ჰიოგოსა და ოსაკას პრეფექტურებში. ასევე იზრდება ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system