თავში

იაპონია G7-ის გაფართოებული ფორმატის წინააღმდეგია

იაპონია G7-ის გაფართოებული ფორმატის წინააღმდეგია
იაპონია G7-ის გაფართოებული ფორმატის წინააღმდეგია

იაპონია დიდი შვიდეულის დღეს არსებული ფორმატით შენარჩუნების მომხრეა და მის გაფართოებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიხიდე სუგამ განაცხადა.

საქმე ეხება დიდი შვიდეულის სექტემბერში დაგეგმილ სამიტს, რომელშიც, შესაძლოა, მონაწილეობა რუსეთმა, სამხრეთ კორეამ, ავსტრალიამ და ინდოეთმა მიიღოს.

იოსიხიდე სუგას არ დაუკონკრეტებია, აცნობეს თუ არა უკვე ვაშინგტონს, რომ ტოკიო G7-ის სამიტში სამხრეთ კორეის მონაწილეობას მხარს არ უჭერს.

სამიტის გაფართოებული ფორმატით ჩატარებას მხარს არ უჭერს არც კანადა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ამ საკითხზე მათ პოზიცია უკვე გამოხატეს.

ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ დაადასტურეს მზადყოფნა სამიტში მონაწილეობის თაობაზე. G7-ის სამიტის გაფართოებული ფორმატით ჩატარების ინიციატივით ვაშინგტონი 30 მაისს გამოვიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system