
იაპონიის პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს განცხადებით, იაპონია მოქალაქეების ქალაქ უხანიდან ევაკუირებას გეგმავს.
”ახლა ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ჩინეთის მთავრობასთან, რათა იაპონიის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველვყოთ”, - აღნიშნა იაპონიის მთავრობის მეთაურმა.
ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. მსგავსი ვირუსის ეპიდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2002/03 წლებში, რომელიც ასევე ჩინეთიდან გავრცელდა.
კორონავირუსი დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.
პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.