თავში

იაპონია რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გადაღვრის ოპერაციის გეგმას წლის ბოლომდე შეიმუშავებს

იაპონია რადიოაქტიური წყლის ოკეანეში
იაპონია რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გადაღვრის ოპერაციის გეგმას წლის ბოლომდე შეიმუშავებს

იაპონური ატომური ელექტროსადგურიდან ოკეანეში წყლის გადაღვრის ოპერაციის გეგმას ხელისუფლება  წლის ბოლომდე შეიმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო KyodoNews ავრცელებს.

იაპონიის ხელისუფლებამ 13 აპრილს გადაწყვიტა, რომ 1 ტონაზე მეტი რაოდენობის წყალს, რომელიც ავარიული რეაქტორების გაგრილებისთვის გამოიყენეს, უსაფრთხო კონცენტრაციის დონემდე მიიყვანენ და წყნარ ოკეანეში ჩაღვრიან. 

გეგმის მიხედვით, წყალს მცირე რაოდენობის პორციებით ორი წლის განმავლობაში გადაღვრიან. ამასთან, ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფი, რომელიც ხელს შეუშლის ჭორების გავრცელებას აღნიშნულთან დაკავშირებით. 

ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს რადიოაქტიური ნივთიერებების რაოდენობას წყალში. ისინი, მაისის დასაწყისიდან რამდენიმე შეხვედრას გამართვენ, გამოკითხავენ მოსახლეობას და მოისმენენ თევზჭერის ასოციაციის წარმომადგენლების აზრსაც. 

მინისტრების კაბინეტის მორიგი შეხვედრა საკითხთან დაკავშირებით ზაფხულში გაიმართება, სადაც ახლად შექმნილი ჯგუფი ანგარიშით წარსდგება. 

შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იაპონური ატომური ელექტროსადგურიდან ოკეანეში წყლის გადაღვრის ოპერაციას გააკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system