თავში

იაპონია სამ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

იაპონია სამ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს
იაპონია სამ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

იაპონიის მთავრობა სამ პრეფექტურაში, ამ რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას The Japan Times ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ოკინავას, იამაგუჩისა და ჰიროსიმას პრეფექტურებში მათი გუბერნატორების მოთხოვნით შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. 

კიშიდას თქმით, მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს, ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. საგანგებო მდგომარეობა  31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

კვაზი-საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ გუბერნატორებს საშუალებას აძლევს დააწესონ მკაცრი ეპიდემიოლოგიური ზომები და მოითხოვონ კვების ობიექტების სამუშაო საათების შემცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system