თავში

იაპონია უცხოელებზე ახალი ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას გაახანგრძლივებს

​იაპონია უცხოელებზე ახალი ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას გაახანგრძლივ
იაპონია უცხოელებზე ახალი ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას გაახანგრძლივებს

იაპონიის ხელისუფლება აპირებს, განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს ნოემბერში დაწესებული აკრძალვა, რომელიც ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემას აჩერებს. ინფორმაციას გამოცემა Sankei ავრცელებს.

"ჩვენ ვერ შევამსუბუქებთ ამკრძალავ ზომებს საზღვარზე, იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება“, - აცხადებენ მთავრობაში.

იაპონიის ხელისუფლება განიხილავს ვარიანტს, რომლის თანახმად შესაბამისი აკრძალვა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

ახალი ვიზების გაცემის სრული აკრძალვა იაპონიაში 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს და მისი შერბილება გასული წლის ნოემბერში გადაწყდა. თუმცა, მსოფლიოში "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო, მთავრობამ 30 ნოემბერს საზღვრების თითქმის სრული ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება გაახანგრძლივა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system