თავში

იაპონიამ COVID-19-ის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი დაამტკიცა

​იაპონიამ COVID-19-ის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი დაამტკიცა
იაპონიამ COVID-19-ის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი დაამტკიცა

იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ კიდევ ერთი პრეპარატი დაამტკიცა. ინფორმაციას NHK ავრცელებს.

ეს მეორე სამკურნალო საშუალებაა ანტისხეულების კოქტეილების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში სამკურნალო მიზნებით იქნება გამოყენებული.

სამინისტრომ მხარი დაუჭირა პრეპარატ სოტროვიმაბის გამოყენებას, რომელსაც ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი GlaxoSmithKline უშვებს.

სოტროვიმაბი გამანეიტრალებელი ანტისხეულია, რომელიც კორონავირუსს ასუსტებს. პრეპარატი ინტრავენურად შეჰყავთ.

ის გამოყენებული იქნება იმ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, ვისაც კორონავირუსის მსუბუქი და ზომიერი ფორმა აღენიშნებათ და ჟანგბადი არ ესაჭიროებათ, თუმცა დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system