თავში

იაპონიამ "ჯანმრთელი დღეგრძელობის" მსოფლიო რეკორდი დაამყარა

​იაპონიამ "ჯანმრთელი დღეგრძელობის" მსოფლიო რეკორდი დაამყარა
იაპონიამ ჯანმრთელი დღეგრძელობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იაპონიამ ე.წ. "ჯანმრთელი დღეგრძელობის" კუთხით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ასაკი, რომლის დროს მოხუცს დახმარების გარეშე ყოფნა შეუძლია და მოვლა არ ესაჭიროება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სამინისტრო ავრცელებს.

"იაპონიაში ჯანსაღი დღეგრძელობის ასაკი - როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის - მსოფლიოში ყველაზე მაღალი გახდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კერძოდ, ქალების შემთხვევაში ეს 75,5 წელია, მამაკაცებისთვის - 72,6.

2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ზრდამ ქალებში 0,59 წელი, ხოლო მამაკაცებში 0,54 წელი შეადგინა. 2001 წელთან შედარებით „ჯანმრთელი დღეგრძელობის“ ასაკი ქალებში 2,73 წლით გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში - 3,28 წლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system