თავში

იაპონიამ მიანმარს ჟურნალისტის დაკავების გამო პროტესტი გამოუცხადა

​იაპონიამ მიანმარს ჟურნალისტის დაკავების გამო პროტესტი გამოუცხადა
იაპონიამ მიანმარს ჟურნალისტის დაკავების გამო პროტესტი გამოუცხადა

იაპონიის მთავრობამ მიანმარში თავისი ჟურნალისტის იუკი კიტაძუმის დაკავების გამო პროტესტი გამოთქვა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა. ინფორმაციას გაზეთი Nikkei ავრცეებს. 

"ჩვენთვის მიუღებელია მისი დაკავება. ამასთან დაკავშირებით მიანმარის მხარეს პროტესტს ვუცხადებთ და ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ", - აღნიშნა კაცუნობუმ.

კიტაძუმი საცხოვრებელ სახლთან ახლოს 19 აპრილს დააკავეს და მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ჟურნალისტს მიანმარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ცრუს ინფორმაცის გავრცელებაში ედება ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 3 წლით აღკვეთა ემუქრება.

მიანმარში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, 737-ს გადააჭარბა, 3 229 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system