თავში

იაპონიამ Pfizer-ს ვაქცინისთვის სპეციალური შპრიცები მოიმარაგა

იაპონიამ Pfizer-ს ვაქცინისთვის სპეციალური შპრიცები მოიმარაგა
იაპონიამ Pfizer-ს ვაქცინისთვის სპეციალური შპრიცები მოიმარაგა

იაპონიის მთავრობამ ქვეყანაში სპეციალური შპრიცები მოიმარაგა, რაც მედპერსონალს საშუალებას აძლევს, Pfizer-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი ფლაკონიდან ექვსი დოზა ამოიღოს და არა ხუთი, როგორც ეს ახლა ხდება. ამის შესახებ ვაქცინაციის საკითხებში პასუხისმგებელმა პირმა ტორო კონომ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Nikkei ავრცელებს.

ასეთი შპრიცების მასობრივი გამოყენება 10 მაისიდან დაიწყება. კონოს თქმით, Pfizer-ის ვაქცინების 90%-ზე მეტი ახალ შპრიცებით იქნება შეყვანილი. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი ვაქცინაციას დააჩქარებს.

ცნობილია, რომ ადრე პარლამენტში და პრესაში ოპოზიციამ გააკრიტიკა იაპონიის მთავრობა იმის გამო, რომ იაპონია იძულებული იყო, კომპანიების Pfizer/BioNTech მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ნაწილი გადაეგდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system