თავში

იაპონიამ რუსეთს მოსთხოვა, მისი საჰაერო სივრცე აღარ დაარღვიოს

​იაპონიამ რუსეთს მოსთხოვა, მისი საჰაერო სივრცე აღარ დაარღვიოს
იაპონიამ რუსეთს მოსთხოვა, მისი საჰაერო სივრცე აღარ დაარღვიოს

იაპონიამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა იმის გამო, რომ 12 სექტემბერს რუსულმა თვითმფრინავმა "ან-26" იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა.

მისი თქმით, იაპონური მხარე ამჟამად მომხდარს აანალიზებს და ცდილობს განსაზღვროს, თუ რატომ დაარღვია რუსულმა თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე ორჯერ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და მოითხოვა, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს”, - აღნიშნა კაცუნობუ კატომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system