თავში

იაპონიამ უკვე გაცემული ვიზები შეაჩერა

​იაპონიამ უკვე გაცემული ვიზები შეაჩერა
იაპონიამ უკვე გაცემული ვიზები შეაჩერა

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების პრევენციის მიზნით, იაპონიის ხელისუფლებამ ახლახან გაცემული ვიზები შეაჩერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

8 ნოემბრიდან იაპონიამ ქვეყანაში უცხოელი ბიზნესმენების, სტუდენტებისა და ტექნიკურ სფეროში სტაჟირების პროგრამის მონაწილეების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა და ახალი ვიზების გაცემის პროცესი განაახლა. თუმცა, "ომიკრონის" გავრცელების გამო, 30 ნოემბერს ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება გაეუქმებინა.

კერძოდ, ამ პერიოდში გაცემული ყველა ახალი ვიზა 2 დეკემბრიდან, სულ მცირე, ერთი თვით არის შეჩერებული.

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების კამო იაპონია აფრიკის 10 ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის იაპონიის გრძელვადიანი ვიზების მქონე პირების შემოსვლას მთლიანად აკრძალა. სიაში შედის: ანგოლა, ბოტსვანა, ზამბია, ზიმბაბვე, ლესოტო, მალავი, მოზამბიკი, ნამიბია, ესვატინი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system