თავში

იაპონიამ ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

იაპონიამ ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო
იაპონიამ ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

იაპონიამ უარყო ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მაისში დაიწყება. ამის შესახებ ვაქცინაციის პროგრამის დირექტორმა განაცხადა. პოლიტიკოსმა მედიას მიმართა და სთხოვა, მსგავსი სახის ჭორები აღარ გაავრცელონ.

ყოველდღიურ ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გრაფიკი ვაქცინების დამტკიცების შემდეგ იქნება შედგენილი.

ცნობილია, რომ იაპონია სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანასთან 540 მილიონი დოზის მიღებაზე შეთანხმდა. ქვეყნის მოსახლეობა, სულ მცირე, 140 მილიონი ადამიანისგან შედგება. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იაპონიაში პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. საგანგებო რეჟიმი ქვეყნის შვიდ პრეფექტურაში მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system