თავში

იაპონიას ახალი პრემიერი ჰყავს - განახლებულია

იაპონიას ახალი პრემიერი ჰყავს
იაპონიას ახალი პრემიერი ჰყავს - განახლებულია

იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს მთავრობიდან მინისტრების დაახლოებით ნახევარმა თანამდებობები შეინარჩუნა.

პოსტებზე რჩებიან ფინანსთა მინისტრი ტარო ასო და საგარეო საქმეთა მოტეგი ტოშიმიცუ. ახლად დანიშნულ მინისტრებს შორის კი თავდაცვის მინისტრი ნობუო კიშია, რომელიც შინზო აბეს უმცროსი ძმაა.

მთავრობის კაბინეტის ახალი უფროსი კი კაცუნობუ კატო გახდა.

-09:11-

იაპონიის ახალი პრემიერი ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იოშიჰიდე სუგა გახდა. ქვეყნის პარლამენტმა ის ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. სუგა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მოგვიანებით წარადგენს. 

-09.04-

იაპონიის მინისტრთა კაბინეტი შინძო აბეს ხელმძღვანელობით სრული შემადგენლობით გადადგა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის ახალი პრემიერი იოშიჰიდე სუგა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 17 სექტემბრიდან შეუდგება. მანმადე კი მას პარლამენტი დღეს, დღის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბეს კაბინეტის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები ტარო ასო და ტოშიმიცუ მოტეგი, ასევე კიდევ რამდენიმე მინისტრი ახალ მთავრობაში სავარძლებს შეინარჩუნებენ. თავდაცვის მინისტრმა ტარო კონომ შესაძლოა ადმინისტრაციული რეფორმების მიმართულება ჩაიბაროს.  მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის პოსტზე იოშიჰიდე სუგას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კაცუნობუ კატო შეცვლის.

იაპონიის მთავრობაში ცვლილებები პრემიერ შინზო აბეს გადადგომას მოჰყვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ განცხადება მან 28 აგვისტოს გააკეთა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system