თავში

იაპონიაში 1,28 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

​იაპონიაში 1,28 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
იაპონიაში 1,28 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

იაპონიაში უამინდობის გამო 4 პრეფექტურაში მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციაა საჭირო. ფუკუოკას, კუმამოტოს, ნაგასაკისა და ოიტას პრეფექტურებიდან 1.28 მილიონი ადამიანი უნდა გაიყვანონ.
კუნძულ კიუსუზე დაახლოებით 7 ათას ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. კიუსუსა და ჰონსუის კინძულებზე მუშაობა შეაჩერეს ბანკებმა, ავტომწარმოებელმა, ქიმიურმა და და სამრეწველო ქარხნებმა. ფუკუოკას პრეფექტურაში გაჩერებულია "ტოიოტას" მწარმოებელი 2 ქარხანა.

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, წყალდიდობამ და მეწყერმა უკვე შეიწირა 52 ადამიანის სიცოცხლე, ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, 12 ადამიანი დაკარგულია. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები. სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად 10 000 სამხედროა ჩართული.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system