თავში

იაპონიაში ჩინეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

​იაპონიაში ჩინეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
იაპონიაში ჩინეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

იაპონიაში ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც 2003 წელს იაპონური ოჯახის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, მასაკო მორიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.

"სასტიკი საქციელი, რომელმაც მთელი ოჯახი, მათ შორის 8 და 11 წლის ბავშვები იმსხვერპლა, პირადი გამორჩენის მიზნით იყო ჩადენილი. დეტალური და დაბალანსებული განხილვის შემდეგ მე სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ბრძანება გავეცი", - განაცხადა მინისტრმა.

2003 წელს ჩინეთის მოქალაქემ, ვეი ვეიმ, ორ ჩინელ სტუდენტთან ერთად ქალაქ ფუკუოკაში 4-სულიანი ოჯახი გაძარცვა და დახოცა. ვეი ვეი პოლიციამ დააკავა. დანარჩენები ჩინეთში გაიქცნენ, თუმცა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ისინი დააკავეს. ერთი სიკვდილით დასაჯეს, მეორეს უვადო პატიმრობა შეეფარდა.

სასიკვდილო განაჩენი ვეი ვეის 2011 წელს გამოუტანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system