თავში

იაპონიაში ძლიერ სიცხეებს 148 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ძლიერ სიცხეებს 148 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში ძლიერ სიცხეებს 148 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძლიერი სიცხეების გამო აგვისტოს თვეში დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტოკიოს სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბიუროს მონაცემებით, მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში ძლიერ სიცხეებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა 80%-ს 70 წელს გადაცილებული, ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ჰაერის ტემპერატურა ტოკიოში 32-დან 37 გრადუსამდე მერყეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system