თავში

იაპონიაში ძლიერი მიწისვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისვრა მოხდა
იაპონიაში ძლიერი მიწისვრა მოხდა

იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის რამდენიმე სხვა პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოშიც იგრძნობოდა.

სამმართველოს ცნობით, ამ ეტაპზე ცუნამის საფრთხე არ არსებობს. შესაძლო მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system