თავში

იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო 2 მილიონი ქათამი დახოცეს

იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო 2 მილიონი ქათამი დახოცეს
იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო 2 მილიონი ქათამი დახოცეს

იაპონიაში ნოემბრის დასაწყისიდან ფრინველის გრიპის გავრცელების გამო ორი მილიონი ქათამი დახოცეს. იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთი სეზონისთვის ასეთ ზარალს კატასტროფას უწოდებს.

ამჟამად ფრინველის გრიპის ეპიდემიის შემთხვევები იაპონიის ოთხ პრეფექტურაში: კაგავაში, ფუკუოკაში, ჰიოგოსა და მიაძაკიში დაფიქსირდა.

ინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში კაგავას პრეფექტურის ფრინველის ფერმაში აღმოაჩინეს, რომლის მფლობელებს 330 ათასზე მეტი ქათმის განადგურება მოუწიათ.

მხოლოდ კაგავასა და ფუკუოკას სამხრეთ-დასავლეთ ორ პრეფექტურაში, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებით ინფიცირებული 1,2 მილიონი ფრინველი განადგურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system