თავში

იაპონიაში გასულ თვეში სუიციდით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე COVID-19-ით

იაპონიაში გასულ თვეში სუიციდით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვი
იაპონიაში გასულ თვეში სუიციდით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე COVID-19-ით

იაპონიაში, ადგილობრივი მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ოქტომბრის თვეში სუიციდით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით მთელი პანდემიის განმავლობაში. იაპონიის პოლიციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში თვითმკვლელობის რიცხვი 2,153-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი იაპონიაში Covid-19-ით ჯამში 2,087 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN წერს.

"ჩვენ ლოკდაუნის საჭიროებაც კი არ გვაქვს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონიის მოსახლეობაზე კორონავირუსის გავლენა ძალიან მცირეა... მაგრამ მაინც,  თვითმკვლელობების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება ”, - განაცხადა მიჩიკო უედამ, ტოკიოს ვაესედას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ექსპერტმა სუიციდის საკითხებში.

”ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი მსგავსი ან კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაიზარდოს", - აღნიშნავს პროფესორი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიაში თვითმკვლელობის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა ქალებში. ოქტომბერში, იაპონიაში ქალთა შორის სუიციდი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით გაიზარდა.  შედარებისთვის, წელს იმავე პერიოდთან შედარებით, მამაკაცებში სუიციდის შემთხვევები 22%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იაპონია უკვე დიდი ხანია მსოფლიოში თვითმკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ებრძვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system