თავში

იაპონიაში ჰიროშიმას მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

​იაპონიაში ჰიროშიმას მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
იაპონიაში ჰიროშიმას მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იაპონიის მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ჰიროშიმას ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 76 წლის წინ განხორციელდა. მემორიალური ცერემონია ქალაქის ცენტრში, მშვიდობის პარკში იმართება.

წუთიერი დუმილი მთელ ქვეყანაში ადგილობრივი დროით 08:15 საათზე გამოცხადდა. სწორედ ამ დროს 1945 წლის 6 აგვისტოს აფეთქდა ბომბი.

ტრადიციულად ათვლა ზარის რეკვით ხდება. შემდეგ ჰიროშიმას მერი კაძუმი მაცუკი მშვიდობის დეკლარაცია წაიკითხა. ასევე სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა.

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, მემორიალური ღონისძიებები შეზღუდული ფორმატით ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system