თავში

იაპონიაში ჰიროსიმას ატომური ტრაგედიის 75 წლისთავი აღნიშნეს

იაპონიაში ჰიროსიმას ატომური ტრაგედიის 75 წლისთავი აღნიშნეს
იაპონიაში ჰიროსიმას ატომური ტრაგედიის 75 წლისთავი აღნიშნეს

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ,75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

წუთიერი დუმილის ცერემონია იაპონიის დროით დილის 08:15-ზე, სწორედ იმ დროს გაიმართა, როდესაც ჰიროსიმას ატომური ბომბი დაეცა. დროის ათვლა ტრადიციულად ზარის ჩამოკვრით დაიწყო. ღონისძიება ჰიროსიმას ცენტრში, მშვიდობის პარკში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით შედგა.

სიტყვით გამოვიდნენ ქალაქის მერი, ქვეყნის პრემიერი სინძო აბე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ჰიროსიმას ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა რომის პაპმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რომლიც პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო, რომლიც 2016 წელს ჰიროსიმას ეწვია.

იაპონიის ქალაქების, ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა მეორე მსოფლიო ომის დროს, აგვისტოში მოხდა. აშშ-მა 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ ნაგასაკში ჩამოაგდო. ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნაგასაკიში - 74 000. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system