თავში

იაპონიაში ხანძრის შედეგად 27 ადამიანი სიკვდილის პირასაა

იაპონიაში ხანძრის შედეგად 27 ადამიანი სიკვდილის პირასაა
იაპონიაში ხანძრის შედეგად 27 ადამიანი სიკვდილის პირასაა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.

27 ადამიანის მდგომარეობას ახასიათებენ, როგორც "გულისა და ფილტვის გაჩერებას". იაპონიაში ასე ავრცელებენ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა გარდაცვალებას სპეციალური პროცედურის შესაბამისად უფლებამოსილმა ექიმმა ჯერ არ დაადგინა.

ხანძარი ქალაქის სავაჭრო უბანში, საოფისე შენობის მეოთხე სართულზე გაჩნდა. შენობაში კლინიკა, ინგლისური ენის სკოლა, სილამაზის სალონი და რამდენიმე ოფისია განთავსებული.

წინასწარი მონაცემებით, 20-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, სართულზე ჩარჩა და გამოსვლა ვერ მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე 30-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system