თავში

იაპონიაში კორონავირუსის სამკურნალოდ "Remdesivir-ს" გამოიყენებენ

იაპონიაში კორონავირუსის სამკურნალოდ
იაპონიაში კორონავირუსის სამკურნალოდ Remdesivir-ს გამოიყენებენ

იაპონიაში მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი "Remdesivir-სა და "Avigan-ის” დანერგვას იწყებს. 

იაპონია აშშ-ს შემდეგ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ "Remdesivir-ის" გამოყენებას დაიწყებს. 

"თუ რაიმე პრობლემა არ შეიქმნება, ვიმედოვნებთ, რომ დღეს წამლის გამოყენებისთვის უფლებას დავამტკიცებთ", - განუცხადა მთავრობის მაღალჩინოსნმა, იოშიჰიდე სუგამ ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ გასულ კვირას განაცხადა, რომ მთავრობა იმ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენების უფლებაზე "მწვანე შუქის ასანთებად" ემზადებოდა, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ "Gilead Science- მა" შექმნა. 

ამერიკულმა კომპანიამ პრეპარატის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული შედეგები აჩვენა. რაც შეეხება "Avigan- ს", რომელსაც იაპონური კომპანია "Fujifilm Toyama Chemical" აწარმოებს, სუგას თქმით, მთავრობის მიზანია მისი დამკიცება, თუ კლინიკური ტესტირება, რომელშიც 100 პაციენტი მონაწილეობს, ეფექტური იქნება. აღნიშნული პრეპარატი იაპონიაში 2014 წელს შექმნეს. მისი გენერიკული სახელიც "favipiravir-ა". მას ისეთი გრიპის სამკურნალოდ იყენებდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი მედიკამენტებით ვერ უმკლავდებოდნენ. იგი ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი, წარმოებისა და გავრცელების უფლება კი მხოლოდ იაპონიის მთავრობის ნებართვითაა შესაძლებელი. მისი მიღება აბების საშუალებით ხდება და ის ვირუსის უჯრედში შეღწევაში უშლის ხელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system