თავში

იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა გამოვლინდა

​იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა გამოვლინდა
იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა გამოვლინდა

იაპონიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმალური რაოდენობა - 14,2 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას NHK ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი მონაცემებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში 972 ათასი ადამიანი დაავადდა, 15,2 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, ახალი მაქსიმუმი დაფიქსირდა ტოკიოში - 4,166 ახალი შემთხვევა. 115 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. საშუალოდ, ავადობის ზრდა კვირაში 178% იყო.

ტოკიოში, ზომიერი სიმძიმისა და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ადგილების დეფიციტია. 15 ივლისიდან იზრდება ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახლში მკურნალობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system