თავში

იაპონიაში მეუღლეებს სხვადასხვა გვარის ტარება ეკრძალებათ

იაპონიაში მეუღლეებს სხვადასხვა გვარის ტარება ეკრძალებათ
იაპონიაში მეუღლეებს სხვადასხვა გვარის ტარება ეკრძალებათ

იაპონიაში აღიარებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც მეუღლეებს სხვადასხვა გვარის ტარება ეკრძალებათ. კანონპროექტს იურიდიული ორგანოს 11 წევრმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ გამოცემა The Mainichi  წერს.

უზენაესმა სასამართლომ ასეთი აკრძალვა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ დააწესა, მაგრამ იგი გასაჩივრდა ტოკიოს მაცხოვრებლების მიერ.

2017 წელს გამოკითხულთა თითქმის 43% არსებული სისტემის გაუქმებას უჭერდა მხარს.

იმავე წელს, იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაქორწინებული ქალებისთვის ნება მიეცათ, თავიანთი ქალიშვილობის გვარები პირადობის მოწმობაში ჩაეწერათ. 

ოპოზიციური ძალები პერიოდულად აყენებენ მეუღლეთა სხვადასხვა გვარების აკრძალვის მოხსნის საკითხს

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, იაპონია მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კანონით ითხოვს დაოჯახებულმა წყვილებმა ერთი გვარი ატარონ.. გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა არაერთხელ მოუწოდა იაპონიას შეცვალოს სისტემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system