თავში

იაპონიაში მიტოვებული სახლები $500-ად იყიდება

იაპონიაში მიტოვებული სახლები $500-ად იყიდება
იაპონიაში მიტოვებული სახლები $500-ად იყიდება

იაპონიის ხელისუფლება სოფლად მდებარე ცარიელ სახლებს 500 აშშ დოლარად ყიდის. ამის შესახებ გამოცემა Insider წერს.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ასეთი დაახლოებით 8 მილიონი სახლია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ცარიელია და ახალ მაცხოვრებლებს ელოდება. 2013 წლის შემდეგ მათი რიცხვი 3.2 პროცენტით გაიზარდა.

იაპონური გამოცემები იწერებიან, რომ ხელისუფლება ზოგიერთ ოჯახს ამ ტიპის სახლებს უფასოდაც გადასცემს.  

ცარიელი სახლებისადმი მოქალაქეების ინტერესის ასამაღლებლად ხელისუფლება მთელ რიგს სუბსიდიებს გასცემს. 

მიტოვებული სახლების უმეტესობა ვაკაიამას, ტოკუშიმას, კაგოშიმასა და კოჩის პრეფექტურებში მდებარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system