
სოფლიოში ყველაზე პატარა რუბიკის კუბი იაპონიაში წარმოადგინეს. ამის შესახებ სააგენტო "Kyodo" წერს.
მისი თითო გვერდის სიგრძე 9,9 მილიმეტრია, ფასი კი დაახლოებით 1,9 ათას დოლარს შეადგენს.
სათამაშო კომპანია Megahouse Corporation-მა შექმნა, რომელიც მცირე პროვინციულ სახელოსნოსთან თანამშრომლობდა. ამ სახელოსნომ თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე პატარა კამათელი და სახაზავი შექმნა.
მექანიკური თავსატეხი უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს გამოიგონა.