თავში

იაპონიაში ნაგასაკის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იაპონიაში ნაგასაკის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
იაპონიაში ნაგასაკის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იაპონიაში ნაგასაკის ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მემორიალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც ქალაქის მერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და იაპონიის მთავრობის წევრები, დაბომბვისას დაშავებულები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

მეორე წელია ზედიზედ, კოროვირუსული პანდემიის გამო, ღონისძიების მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულა,

ადგილობრივი დროით 11 საათზე 02 წუთზე, როდესაც ქალაქზე ბომბი გადმოაგდეს, ტრადიციულად წუთიერი დუმილი გამოცხადდა. ნაგასაკის მერმა თავის გამოსვლაში იაპონიის მთავრობას მოუწოდა, ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

ბოლო მონაცემებით, ამჟამად იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგად დაშავებული 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი საშუალო ასაკი 84 წელია.

მანამდე,  აგვისტოს, იაპონიის მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ჰიროშიმას ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 76 წლის წინ განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system