თავში

იაპონიაში ნახევარი კილო ბალი 10 000$-ად გაიყიდა

​იაპონიაში ნახევარი კილო ბალი 10 000$-ად გაიყიდა
იაპონიაში ნახევარი კილო ბალი 10 000$-ად გაიყიდა

იაპონიაში სულ რაღაც ნახევარი კილოგრამი ბალი 10 ათას დოლარად გაიყიდა. შეკვრაში ახალი მოსავლის ნარჩევი ხილი იყო მოთავსებული. სატონისიკის ჯიშის ბალი ყველაზე ადრეულ მოსავალს იძლევა. ბლის ასეთ წარმოუდგენელ მაღალ ფასს მისი მოყვანის ტექნოლოგია განაპირობებს. ხეები სპეციალურ ადგილებში იზრდება. ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე მათ მაცივარში ათავსებენ, შემდეგ სათბურში გადააქვთ, სადაც დღისით 25 გრადუსი ტემპერატურაა, ღამით კი  - 13.

ბლის ეს ჯიში იაპონიის იამაგას პრეფექტურაში, ქალაქ ტენდოში გამოჰყავთ და ცნობილია თავისი არომატით. სწორედ აქ კრეფენ ბლის პირველ მოსავალს იაპონიაში. 

იამაგას პრეფექტურაზე ბლის წარმოების 75% მოდის. ხილის მოსავალი აქ გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ჩათვლით იკრიფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system