თავში

იაპონიაში რეფერენდუმის შესახებ კანონს მიიღებენ

იაპონიაში რეფერენდუმის შესახებ კანონს მიიღებენ
იაპონიაში რეფერენდუმის შესახებ კანონს მიიღებენ

იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული და ოპოზიციური პარტიები საყოველთაო რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღებაზე შეთანხმდნენ. კანონპროექტი პარლამენტის ქვედა პალატის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე მიიღო და ის 11 მაისის პლენარულ სესიაზე უნდა დაამტკიცონ.

საყოველთაო რეფერენდუმის შესახებ წესების განსაზღვრა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად არის აუცილებელი. კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანეს, თუმცა განხილვა ნელა მიმდინარეობდა.

საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწევა მხოლოდ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ჩასწორების მიღების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ოპოზიციის მოთხოვნა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის სააგიტაციო კამპანიის შეზღუდვის საკითხს ეხებოდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ძირითად კანონში შესწორებები მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system