თავში

იაპონიაში რობოტი მყიდველებს სთხოვს, პირბადე გაიკეთონ - VIDEO

​იაპონიაში რობოტი მყიდველებს სთხოვს, პირბადე გაიკეთონ
იაპონიაში რობოტი მყიდველებს სთხოვს, პირბადე გაიკეთონ - VIDEO

ოსაკას მაღაზიაში გამოჩნდა რობოტი, რომელიც მყიდველებს სთხოვს, პირბადე გაიკეთონ.

ანდროიდის შიგნით კამერა და სენსორებია ჩამონტაჟებული, რომლის დახმარებით რობოტი გრძნობს, რომ მომხმარებელი მასთან ძალიან ახლოს მივიდა. მაშინ ის მყიდველს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ახსენებს.

ასევე რობოტი ხედავს, უკეთია თუ არა მომხმარებელს პირბადე. თუ ის პირბადეს ვერ აღმოაჩენს, მყიდველს შენიშვნას აძლევს.

Robovie-ს ასევე შეუძლია მიუთითოს მომხმარებელს, სად დევს ესა თუ ის პროდუქტი, რომელსაც მყიდველი ვერ პოულობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system