თავში

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო

იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო
იაპონიაში საკურას ყვავილობა დაიწყო

ტოკიოში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. იაპონელებმა საკურას ყვავილობის გრაფიკი გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონი იმავე დღეს დაიწყო, როგორც გასულ წელს. ტოკიოში საკურას ყვავილობა პიკს 22 მარტს მიაღწევს და 29 მარტამდე გაგრძელდება. საკურას ყვავილობა დაახლოებით 7 დღემდე გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში იაპონელები მთელ დღეს მის ძირში ატარებენ.

საკურას ყვავილობის სეზონი იაპონიისთვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მოერიდონ ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ცნობისთვის, იაპონელები საკურას საკუთარი ქვეყნის სიმბოლოდ თვლიან და მის ყვავილს არაოფიციალური ეროვნული ემბლემის სტატუსი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system