თავში

იაპონიაში შექმნეს კოვიდ-ტესტი, რომელიც 100-მდე მუტაციას ადგენს

იაპონიაში შექმნეს კოვიდ-ტესტი, რომელიც 100-მდე მუტაციას ადგენს
იაპონიაში შექმნეს კოვიდ-ტესტი, რომელიც 100-მდე მუტაციას ადგენს

იაპონელი მეცნიერების ჯგუფმა მეთოდი შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც კორონავირუსის ერთი ტესტით 100-ზე მეტი მუტაციის დადგენაა შესაძლებელი. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია NHK იუწყება.

ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია ერთდროულად კორონავირუსის ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ვირუსის სხვა შტამებზე ტესტირება.

მეცნიერებმა ამ ტექნოლოგიას "პი-კოდის მეთოდი" უწოდეს. ტესტი 0,04 მილიმეტრიან დისკებს იყენებს. თითოეული დისკი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც  როდესაც კონკრეტული მუტაციისათვის დამახასიათებელ გენებზე რეაგირებს სინათლეს ასხივებს.

იაპონელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ტესტი საშუალებას იძლევა დაადგინოთ, კორონავირუსის რომელი მუტაციით არის ინფიცირებული პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system