თავში

იაპონიაში სიცხის გამო 8 ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს

​იაპონიაში სიცხის გამო 8 ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს
იაპონიაში სიცხის გამო 8 ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს

იაპონიაში გაუსაძლისი სიცხის გამო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში 8000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.

ქვეყნის მთავარი სახანძრო სამმართველოს მონაცემებით, რომელიც ასევე საგანგებო სიტუაციების უწყების ფუნქციებს ასრულებს, 19-დან 25 ივლისამდე პერიოდში საავადმყოფოში ჯამში 8,122 ადამიანი გადაიყვანეს. ეს წინა კვირის მაჩვენებელს 1,8-ჯერ აღემატება. ამასთან, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა.

იაპონიაში ზაფხულში საავადმყოფოებში უმეტესად 60 წელს გადაცილებული ადამიანები ხვდებიან. ეკონომიის მიზნით, ისინი სახლში კონდიციონერს არ რთავენ, ან დიდი ხნის განმავლობაში ბაღში მუშაობენ. ყველაზე ცხელი ამინდი ქვეყანაში ივლისსა და აგვისტოში ფიქსირდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ქუდების ატაროს, მეტი სითხე მიიღოს და მზეზე ყოფნის დრო შეამციროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system